არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ- მინისტრი გახდა

  ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერი არსენ იაცენიუკი უკრაინის ახალი პრემიერ – მინისტრი გახდა. იაცენიუკის კანდიდატურას 371 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმების ასეთი რაოდენობა უკრაინის პრემიერის არჩევის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იაცენიუკის დანიშვნასთან ერთად იანუკოვიჩისდროინდელი მთავრობის მინისტრები, რომლებიც აზაროვის გადადგომის შემდეგ მინისტრების მოვალეობას ასრულებდნენ, თანამდებობიდან გადააყენეს. იაცენუკი 2005-2006 წლებში ეკონომიკის მინისტრი იყო. 2007 წელს – საგარეო საქმეთა მინისტრი. 2007-2008 წლებში – უკრაინის რადის სპიკერი. ის უკრაინის მე-16 პრემიერ-მინისტრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები