დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატიისთვის სამწუხარო მოვლენაა, როცა ტყუილებით გაჯერებულ ტექსტს პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში აცხადებს ნაკომუნისტარი ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე
მერამდენე რეზოლუციაზე ვსაუბრობთ უკვე, ეს არის სამწუხარო მოვლენა ევრობიუროკრატიისთვის, ცხადია, ევროკავშირს ასეთი მასშტაბით ჩვენ არ შევეხებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, როდესაც სრულიად აბსურდულ, კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი ტყუილებით გაჯერებულ ტექსტს პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში აცხადებს ნაკომუნისტარი ქალბატონი რასა, ელაპარაკება საკუთარ თავს, რადგან არავინ არ უსმენს, რადგან იქ ელემენტარულად, ორი-სამი კაცის მეტი არავინ არ არის და იმ ორი-სამი კაციდან მისივე ამ საუბრის კრიტიკოსი კოლეგები გამოჩნდნენ, რომლებმაც ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.