ზელენსკი რომში კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში უკრაინის საკითხებზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნული შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც 10-11 ივლისს უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის გამართვა იგეგმება და რომლის ორგანიზატორიც იტალიის მთავრობაა.

როგორც ცნობილია, ზელენსკისა და კელოგის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

ზელენსკისა და კელოგს შორის კამერების წინ გამართულ პროტოკოლურ შეხვედრაზე ორივე ოფიციალური პირის განცხადებები და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხები არ გაკეთებულა. მედიის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ, ორივე დელეგაციამ დახურული მოლაპარაკებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები