მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის ფუნქციაა ადამიანმა მიაღწიოს მდგომარეობას, როდესაც შეძლებს ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებას, სხვაგვარად ეს თერაპია არ არის, ეს არის ლეგალური ნარკობიზნესი

ჩანაცვლებითი თერაპიის ფუნქცია, საბოლოო ჯამში, უნდა იყოს ის, რომ ადამიანი განიკურნოს, მიაღწიოს მდგომარეობას, როდესაც ის შეძლებს ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებას. ეს თუ არ იქნა, სხვაგვარად ეს თერაპია არ არის, ეს არის უბრალოდ ლეგალური ნარკობიზნესი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა.

„გაჩნდა გარკვეულ პროფესიონალთა წრე, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ნორმალურია ნარკოტიკი იყოს ოფიციალურად ხელმისაწვდომი, მე კი ამას არ ვეთანხმები. მე არ მგონია, რომ უნდა იყოს უბრალოდ ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს უნდა იყოს ჩანაცვლებითი. როდესაც წლობით დოზის შემცირების კი არა, დოზის მატების გზით ხდებოდა მოხმარება, ერთი და იგივე ადამიანი დადიოდა და იმის ნაცვლად, რომ ეს გამხდარიყო მისი განკურნებისკენ მიმავალი გზა… უბრალოდ ფული გაუჩნდება, მიდის, იღებს, იღებს დოზის ზრდით, რომელსაც გამართლება არ გააჩნია. როდესაც ეს გახდება, უბრალოდ, ნარკოტიკის მოხმარების ლეგალური არხი, მას აღარ შეიძლება თერაპიად განვიხილოთ, ეს არის უბრალოდ, ჩრდილიდან მზის შუქზე გამოტანილი ის, რაც არის ნარკოკარტელი. სამწუხაროდ, ეს ცუდი რეალობაა. სამწუხაროდ, იმის უნარიც კი ატროფირებულია დღეს ამ სისტემაში, რომ დავთვალოთ ამ ჩანაცვლებითი თერაპიის გავლის შედეგად, რამდენ შემთხვევაში აღმოჩნდა წარმატებული და რამდენი ადამიანი განიკურნა.

ჩანაცვლებითი თერაპიის ფუნქცია, საბოლოო ჯამში, უნდა იყოს ის, რომ ადამიანი განიკურნოს, მიაღწიოს მდგომარეობას, როდესაც ის შეძლებს ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებას. ეს თუ არ იქნა, სხვაგვარად ეს თერაპია არ არის, ეს არის უბრალოდ ლეგალური ნარკობიზნესი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები