მიხეილ სარჯველაძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე: ყველას, ვისაც უფლება აქვს გამოწეროს რეცეპტი, მკაცრად გავაფრთხილებ, რომ არასწორი პრაქტიკისგან თავი შეიკავონ

თავს უფლებას მივცემ და ყველას, ვისაც უფლება აქვს გამოწეროს რეცეპტი, მკაცრად გავაფრთხილებ, რომ არასწორი პრაქტიკისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ყველას, ვისაც უფლება აქვს, რომ გამოწეროს რეცეპტი, თავს უფლებას მივცემ და მკაცრად გავაფრთხილებ, არასწორი პრაქტიკისგან ყველამ თავი შეიკავოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები ჩვენი მხედველობის არის მიღმა არ დარჩეს, ამისთვის გვაქვს სათანადო ინსტრუმენტები და ვცდილობთ, რაც შეიძლება წნეხში ვამყოფოთ ასეთი არასწორი პრაქტიკები. ამ დრომდე ეს არსებობდა სამწუხაროდ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს კლებად რეჟიმშია და გარკვეული წარმატება სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით ნამდვილად აქვს.

ძალიან ბევრი უბანია, ძალიან ბევრი სექტორია, სადაც განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. არ უნდა არსებობდეს მოთამაშე ბაზარზე, რომელიც შეეცდება რომ წაახალისოს [ფსიქოტროპულების რეცეპტის გარეშე გაცემა]“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები