76 წლის ქალიშვილი გათხოვდა (ვიდეო)
თათრეთის მოხუცებულთა სახლში უნიკალური ქორწილი გადაიხადეს. საინტერესოა, რომ ახალდაქორწინებულთათვის ეს პირველი ქორწილია. გათხოვდა 76 წლის ქალიშვილი საკინა კაშაპოვა. როგორც თავად საკინა ამბობს, მანამდე მას კაცთან ურთიერთობისთვის არ ეცალა, რადგან ფერმაში მუშაობდა და ძროხებს წველიდა. გარდა ამისა, საკინას გათხოვება დედამ აუკრძალა. ის ამბობდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააჩინა საკინა და მოწინააღმდეგე სქესისკენ გახედვასაც კი უკრძალავდა. დღეს კი ქორწილის ინიციატორი თავად 76 წლის პატარძალი იყო. მისი რჩეული მორცხვი აღმოჩნდა.