ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ უწყებათშორისი მემორანდუმი გაფორმდა

    ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სამმა უწყებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. ურთიერთშეთანხმების ფარგლებში მოხდება სპეციალურად შერჩეული პროკურორების, ასევე პროკურატურის სისტემაში შემავალი მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადება, რაც მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაზრდის პროკურატურის ეფექტურობას ტრეფიკიორთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი გამოწვევაა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს უწყებებს შორის უკვე არსებულ ურთიერთობებს, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები