დავოსის მერმა ოლიმპიურ ჩემპიონს ღორი აჩუქა

   დავოსის მერმა ტარზიცია კავიცელიამ სოჭის ზამთრის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონს დარიო კოლონიას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საჩუქრად ღორი აჩუქა. დარიომ ახალ მეგობარს სახელად “სოჭი” დაარქვა. “ჩემი ახალი მეგობარი – სახელად “სოჭი”. დიდი მადლობა ამ მშვენიერი საჩუქრისთვის”, – დაწერა დარიო კოლონიამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დარიო ოლიმპიური ჩემპიონია რბოლასა და სკიატლონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები