შვედეთის პრინცესას ჩვილის პირველი ფოტო

შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავმა პრინცესა მადლენის ახალდაბადებული ჩვილის სახელი გამოაცხადა: ლეონორ ლილიან მარია. მას პრინცესას ტიტული მიენიჭა. პრინცესა ლეონორ ლილიან მარია გოტლენდის ჰერცოგინიაა. ის მეხუთე იქნება, ვინც სამეფო ტახტს დაიკავებს. ჩვილი ქვეყანას ნიუ-იორკში 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 22:41 საათზე მოევლინა. პრინცესა მადლენი 2013 წელს გათხოვდა. სამეფო ოჯახის წევრის რჩეული ბანკირი კრისტოფერ ო’ ნილია, რომელიც მან ნიუ-იორკში გაიცნო. მადლენი შვედეთის მეფის უმცროსი ქალიშვილია. მან მეუღლე მას შემდეგ გაიცნო, რაც 2010 წელს საქმროს ღალატის გამო დაშორდა. მადლენი და 38 წლის კრისტოფერი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ო’ ნილი საბანკო საქმეებით არის დაკავებული, შვედეთის პრინცესა კი საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები