ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია დავოსში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია დავოსში შეხვედრებს განაგრძობს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა კომპანია RWE AG-ს აღმასრულებელ დირექტორთან პიტერ ტერიუმთან.
ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორებისთვის შექმნილი პირობები გააცნო. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს RWE AG-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ პირობებს.
RWE AG-ი ევროპაში წამყვანი ელექტროპროვაიდერი კომპანიაა, რომლის მოგებამ 2014 წელს შეადგინა 68 მილიარდი დოლარი. კომპანიაში დასაქმებულია 66 ათასზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები