კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს

კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს – დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა British Petroleum-ის აღმასრულებელ დირექტორთან რობერტ დადლისთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BP-ს აღმასრულებელ დირექტორს უკვე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
British Petroleum–ი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ნავთობკორპორაცია, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 80 ქვეყანაში, 396.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და ჰყავს 84 000 თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები