შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანაშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „კა 6-92“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და „მაგნუმი“-ს მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები