სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

  საბაჟო – გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე გუშინ თურქეთიდან თურქეთის მოქალაქე დ. მ. შემოვიდა. თურქეთის მოქალაქეს საბაჟო შემოწმებისას, 74.05 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3237.66 ლარი შეადგინა. თურქეთის მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა – 3237.66 ლარი შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები