26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს
26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც ესწრება. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს და ყურადღებას ამერიკელი და ლიტველი ექსპერტების დასკვნაზე გაამახვილებს, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით მომზადდა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნებით დასტურდება, რომ მიტინგის დაშლაზე სანქცია შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა 26 მაისის საქმეზე განაჩენს ორ დღეში გამოიტანს.