გენერალ გოგი თათუხაშვილს პროკურატურა გამოეხმაურა
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილი მოწმის სტატისით დაიკითხა, რის შემდეგადაც შალვა თათუხაშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა.
“აუცილებლად დავიტერესდებით მოწმის მამის ამ განცხადებით. როგორმე, ჩვენი ძალებით სხვა ოჯახის წევრებთან კავშირზე გავალთ და შევეცდებით, მათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში, ამ ადამიანის პოვნაში დავეხმაროთ. თათუხაშვილის მოწმის სახით გუშინ დაიკითხა, დაკითხვის შემდეგ კი შენობა დატოვა”, – განაცხადეს პროკურატურის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ შინაგანი ჯარების ყოფილმა მეთაურმა გოგი თათუხაშვილმა პროკურატურა მის შვილზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
როგორც გოგი თათუხაშვილმა განაცხადა, შალვა თათუხაშვილი პროკურატურაში გუშინ დაიბარეს, დაკითხვა კანონის დარღვევით წარიმართა, დაკითხვის შემდეგ კი, ის გაუჩინარდა. შინაგანი ჯარების ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ მისი შვილი გატაცებულია.