ყირიმელებს რუსეთის პასპორტები გადაეცემათ

  რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის წარმომადგენელმა დსთ-ს საკითხებში ლეონიდ სლუცკიმ ყირიმში ვიზიტისას განცხადა, რომ რუსეთი უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მხარს დაუჭერს. უკრაინული პრესა ვარაუდობს, რომ ყირიმში შესაძლოა მასობრივად დაიწყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა, რაც გამოიწვევს რუსეთის მოქალაქეების რაოდენობრივ უპირატესობას ყირიმის ავტონომიაში. სიმფეროპოლელმა ჟურნალისტმა ოლეგ კრიუჩკოვმა ფეისბუქით გაავრცელა, რომ სიმფეროპოლის სლუცკის აეროპორტში რუსეთი განმარტივებული პროცედურებით იწყებს პასპორტების გაცემას. სამშაბათს დილით კი ლეონიდ სლუცკიმ “ინტერფაქსს” განუცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.
“საკითხი ფრთხილად განსახილველია. ის მოითხოვს განსაკუთრებულ შესწავლას და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან სპეციალური გადაწყვეტილებების მიღებას “, – განაცხადა დეპუტატმა.
მიუხედავად ამისა, პარტია “ЛДПР”-მ, რომელშიც არის ლეონიდ სლუცკი, მოამზადა სახელმწიფო სათათბიროში განსახილველი შესაბამისი კანონპროექტი. უკრაინულმა საინფორმაციო პორტალმა “lb.ua”-მ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ასევე აფრთხილებს უკრაინას, რომ ყირიმში შესაძლოა, სიტუაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სცენარის მიხედვით განვითარდეს, როდესაც რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკის მაცხოვრებელთათვის მოქალაქეობის დამადასტურებელ რუსულ პასპორტებს გასცემდა, რითიც ხელს უწყობდა სეპარატისტულ პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები