უკრაინის ოპოზიცია სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს
უკრაინაში თუ მოვლენები დაპირისპირების სცენარით წარიმართა, შესაძლოა, მოვლენები სამოქალაქო ომამდე მივიდეს, – ამის შესახებ კომენტარი უკრაინულ „Hromadske Tv“-სან საუბრისას, ოპოზიციისა და პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.
“არ გამოვრიცხავ სამოქალაქო ომის დაწყებას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. პარტია “უდარის” ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამოუკიდებლობის მოედანზე მომხდარი ყველა მოვლენის საქმის კურსშია. “იანუკოვიჩს ვუთხარი, რომ პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა. თუმცა, ის სიხარულით არ შეხვედრია ამ წინადადებას. გარკვევით განვუმარტე, რომ მოთხოვნა მთავრობისა და პრეზიდენტის გადაგომაა. იანუკოვიჩმა კი ისეთი სახე მიღო, თითქოს არაფერი გაუგია”, – განაცხადა პარტია “უდარის” ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას.