,,სპექტაკლები სცენის მიღმა“
ნანა კვასხვაძის შემოქმედებითი სახელოსნო “შიშველი თეატრი” და” წიგნის სახლი ბახტრიონზე” ახორციელებს ერთობლივ პროექტს: ,,სპექტაკლები სცენის მიღმა“. ამ პროექტის ფარგლებში 25 თებერვალს, 19 საათზე გაიმართება ,,შიშველი თეატრის” სპექტაკლი ,,სტუმარი”, რომელიც ვუდი ალენის სცენარის ,,სიკვდილი აკაკუნებს” მიხედვითაა დადგმული. დამდგმელი რეჟისორია ნანა კვასხვაძე, ასისტენტი,- ნათია გეთია. სპექტაკლში მონაწილეობენ: გურამ ლალიაშვილი და ილია ჭეიშვილი.