თბილისს დღეს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან
თბილისს დღეს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან, რომლებიც ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე”- ს ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ვარსკვლავები ლუკა ლუჩინი (იტალიელი გიტარისტი); მარიო სტეფანო პიეტროდარკი (აკორდეონისტი); ლაურა ჯორდანო (სოპრანო), თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოვლენ და მათ ფონდის დამფუძნებელი ნინო სურგულაძე პირადად დახვდება.
ცნობისთვის, საქველმოქმედო კონცერტი 29 დეკემბერს 22:00 საათზე, რუსთაველის აკადემიუერ თეატრში გაიმართება, მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი ვარსკლვავები მიიღებენ, კონცერტიდან შემოსული თანხები ოთხი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.