საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ერთი წლისაა-ვიდეო

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ დაარსებიდან ერთი წელი შეუსრულდა. იუბილე პორტალის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად კლუბში „One Side“ აღნიშნეს. საღამოს წამყვანი, დიზაინერი ზალიკო ბერგერი მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით სტუმრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. მოწვეულთა შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და საპატიო სტუმრები იყვნენ.
კლუბმა საღამოზე მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოში უმასპინძლა, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად კი მრავალი კონკურსის გამარჯვებული ნათია სვანაძე და კომპოზიტორი, მომღერალი ნანა მესხი ზრუნავდა. მათ საკუთარი რეპერტურიდან მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პორტალს ერთი წლის იუბილე მიულოცეს.
კომპოზიტორმა ნანა მესხმა აღნიშნა, რომ „კვირა“ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო წყაროა და პორტალს წინსვლა უსურვა.
„ძალიან მაინტერესებს აქტუალური თემები, მაგრამ თქვენი პორტალი გამონაკლისია. ის არის ძალიან პროფესიონალური. ბევრი კონკურენციას ვერ უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შექმნილები ხართ, თქვენ უძლებთ კონკურენციას. თქვენი გულშემატკივარი ვარ და ვიცი, რომ ეს გუნდი ძალიან ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებს. ვუსურვებ, რომ თამასა, რომელიც უჭირავს, არ დაეწიოს და პირიქით, კიდევ უფრო აეწიოს. ამის ყველანაირი რესურსი გაქვთ“, – ამბობს მესხი.10885480_10152617018724779_2310965961422629366_n
პოლონეთის ქართული დიასპორის, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ლოლაძემ კი სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისთვის დიასპორის სახელით პორტალს მადლობა გადაუხადა.
„მქონდა შესაძლებლობა, პირადად მემუშავა საინფორმაციო პორტალ „კვირასთან“ ერთად. განუმეორებლები, მართლა ძალიან მაგრები არიან. პოლონეთის ქართული დიასპორის სახელით მინდა, საინფორმაციო პორტალ „კვირას“ მადლობა გადავუხადო, რადგან ჩვენთვის თქვენ ხართ ერთადერთი, განუმეორებელი და უკონკურენტო საინფორმაციო წყარო, რომლისგანაც ვიღებთ სრულ ინფორმაციას“, – აღნიშნა ლოლაძემ.
„კვირამ“ სტუმრების წინასაახალწლო განწყობაზეც იზრუნა და, პორტალის იუბილესთან ერთად, შეკრებილებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.
ღონისძიების ფარგლებში სახალისო გათამაშება გაიმართა და სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშების ფარგლებში წამყვანმა სტუმრებს რამდენიმე კითხვით მიმართა, სწორი პასუხის ავტორები კი კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ და სოლარიუმ „ერგოლაინმა“ დაასაჩუქრა. გამარჯვებულებს „აგრომაქს დეკორმა“ ნაძვის ხე, ხოლო „ერგოლაინმა“ მათი მომსახურების მისაღებად ფასდაკლების ბარათი გადასცა.
პორტალი „კვირა“ კლუბს „One Side”, კომპანია „აგრომაქს დეკორს“ და სოლარიუმ „ერგოლაინს“ საიუბილეო საღამოში მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ უკვე ერთი წელია მკითხველს აქტუალურ თემებს სთავაზობს. რამდენიმე კვირაა მკითხველს შედარებით მსუბუქი თემების წაკითხვა „კვირა+“-ზე შეუძლია. გარდა ამისა, პორტალს აქვს პრესკლუბი, სადაც უკვე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რესპონდენტი იმყოფებოდა.
პორტალი ერთგული მკითხველისთის ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ რუბრიკებსა და თემებს მოამზადებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P_u9D-dWimI” width=”560″ height=”315″]

10891827_10152617018719779_6625764296309389996_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები