გოგა ხაჩიძე: ჩემი მისამართით ნასროლი საგანი ლევან ბერძენიშვილს მოხვდა

პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და დაპირისპირების დეტალებზე წერს.
“დარბაზიდან გასული ვიყავი. დაბრუნებისას გავიგე, რომ დარბაზში ჩხუბი იყო. შევედი, დიდი აურზაური დამხვდა. უცბად ვერაფერში გავერკვიე, ჩემს ადგილზე ავედი და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე. ამასობაში ზვიადაურის დამშვიდებას შევეცადე, და რომ ვიფიქრე, სიტუაცია განმუხტვისკენ მიდიოდა – ატყდა ამბავი. მიკროფონების სროლა, ლანძღვა-გინება და ფიზიკური აგრესია. როგორ და რა მომენტში, ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩემსა და აგრესორებს შორის ბ-ნი ლევან ბერძენიშვილი აღმოჩნდა და ჩემი მიმართულებით ნასროლი საგანი მოხვდა. გულწრფელად ვწუხვარ. დანარჩენზე ლაპარაკიც არ მინდა“, – წერს გოგა ხაჩიძე.
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები