ავღანეთის ახალ მისიაში ჩართვის დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით – ერთხმად მიიღო

პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია დოკუმენტი, რომელიც ავღანეთში, ნატოს ახალი მისიის ფარგლებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ითვალისწინებს. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მიიღო.
შეთანხმების მიხედვით, ნატო-ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სტატუსის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში ნატო და ავღანეთი თანხმდებიან ნატოს ძალების ავღანეთში ყოფნაზე 2014 წლის შემდგომ ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და ადასტურებენ საქართველოს, როგორც ოპერაციული პარტნიორის მონაწილეობას. აღნიშნულ მისიაში საქართველოს კონტრიბუცია განისაზღვრება ერთი ასეულითა და ერთი ბატალიონით. შეთანხმებით საქართველო ადასტურებს თავის უცვლელ სურვილს, შეიტანოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და წარმოადგენდეს ნატოს უშუალო პარტნიორს ამ მიზნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები