ლევან ბეჟაშვილი კოლეგებს ბოდიშს უხდის

 

  ინციდენტი ამოწურულია და უხერხულობისათვის კოლეგებს ბოდიშს ვუხდი -ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მასსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, მასსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება ყურადღების ღირსი არ არის.
„თემა და დაპირისპირება პრაქტიკულად არაფრისგან წარმოიქმნა. ლორთქიფანიძემ არაეთიკურად მიმართა ჩვენს ერთ-ერთ დეპუტატ ქალბატონს, რის გამოც მოვუწოდე ქალბატონის სტატუსის გათვალისწინებით შედარებით ნორმალურად ელაპარაკა, რაზეც აღშფოთდა. ინციდენტი ამოწურულია და უხერხულობისათვის კოლეგებს ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
დღეს პარლამენტში დეპუტატ ლევან ბეჟაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები