ხმაური პარლამენტში – დავით საგანელიძესა და გიორგი ბარამიძეს შორის შეკამათება მოხდა (ვიდეო)

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ იკამათეს.
კოლეგებმა ერთმანეთს არაკორექტური ფრაზებით მიმართეს. დეპუტატებს შორის ურთიერთშელაპარაკება საპარლამენტო საქმიანობის თბილისში წარმართვის საკითხს მოჰყვა.
ბარამიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში წარმართვასთან დაკავშირებით და ბიუროს წევრებს მიმართა, რომ შეწყვიტონ კონსტიტუციის დარღვევა. ბარამიძის განცხადების საპასუხოდ, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა კონსტიტუცია. ამ საუბარს დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lZoc_eyBzEQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები