ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მწერალი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი ჰერტა მიულერის შესახებ ისაუბრებს.
ჰერტა მიულერი – გერმანელი პოეტი, მწერალი, მხატვარი და 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში – „პოეზიაში – გულისყურით და პროზაში – გულწრფელად“ დაჩაგრულთა ცხოვრებას აღწერს. დასწრება თავისუფალია.