უკრაინაში შეტაკების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ ასზე მეტს მიაღწია
უკრაინაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 5 საათზე დაიწყო. მოვლენათა ეპიცენტრი გრუშევსკაიას ქუჩა გახდა. პოლიციამ, ცრემლსადენი გაზისა და მანათობელი ყუმბარების შემდეგ, შვიდგრადუსიან ყინვაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავრიც გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავებულია 70 მილიციელი, მათ შორის 49 საავადმყოფოში არის გადაყვანილი. სხეულის დაზიანებები მიიღო ხუთმა ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ასევე დაკავებულია ათი აქტივისტი, ხოლო დემონსტრანტების მხრიდან, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დაშავებულია 30-მდე ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმეა. შეტაკებებისას დაიწვა რამდენიმე ავტობუსი. ცეცხლის ალს კიევის ცენტრში სახანძრო ჯგუფები გვიანობამდე აქრობდნენ.