უკრაინაში ვითარება დაიძაბა

უკრაინაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი ეროვნული შეკრების შემდეგ მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის შენობებს იცავს. აირწინაღებით და ნარინჯისფერი ჩაფხუტებით აღჭურვილი მომიტინგეების ნაწილმა პოლიციის კუთვნილი ავტობუსი დაიკავა და გადალახა სატვირთო მანქანები, რომლითაც სამართალდამცავებს საპასუხოდ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. რამდენიმე ასეული მოქალაქე პოლიციის კორდონის გარღვევას ამ დრომდე ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები