თბილისში მამაკაცი, რომელიც სუპერმარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდა დააკავეს
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილას დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მათივე ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით.
შეგახსენებთ, დღეს საღამოს რომ შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ სურსათის მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და დაყაჩაღებას ცდილობდა.