ირმა ინაშვილი: მოერიეთ საყდრისს? პასუხისმგებლობას ვერც კულტურის მინისტრი ვერ გაექცევა

  „საყდრისის აფეთქების გამო პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაქცევა“, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საყდრისის მაღაროში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
ირმა ინაშვილი საყდრისის მაღაროში აფეთქების ფაქტზე პასუხისმგებლობას კულტურის სამინისტროსა და კომპანია „RMG“ -ს აკისრებს.
„საყდრის აფეთქების გამო, პასუხისმგებლობას ვერ გაქცევა ვერავინ. ვერც კულტურის მინისტრი და ვერც RMG-ი… ვერც საყდრისის ის “მცველები”, რომლებსაც ფარული კავშირი ჰქონდათ ხსენებულ კომპანიასთან… ვერც ამ კომპანიის “პიარშიკები”, სპეციალურ გვერდებს რომ ქმნიდნენ ფეისბუქში და ყველას, ვინც საყდრისის ოქროს მაღაროს უნიკალურობაზე საუბრობდა, რუსეთის აგენტებად აცხადებდნენ… როგორ ვერ მიხვდა ხელისუფლება, რომ საყდრისი არ უნდა აეფეთქებინა… როგორ ვერ იგრძნო, რომ ამ აფეთქებით სხვა აფეთქებებს მისცა სტიმული… რატომ?! მოერიეთ საყდრისს?!“ – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები