სპექტაკლი 21 წლის ახალგაზრდას დასახმარებლად

     21 წლის ნიკოლოზ ხატიაშვილის დასახმარებლად, დღეს სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლს „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე” დადგამენ. როგორც “კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ნიკოლოზ ხატიაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხერხემალი დაუზიანდ და ქვედა კიდურების პარაპლეგია განუვითარდა, მას ჩაუტარდა რამდენიმე მძიმე ოპერაცია, ახლა კი სარეაბილიტაციო კურსი ესაჭიროება. სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზის ანგარიშზე გადაირიცხება. ერიკ ემანუელ შმიტის პიესა „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე „ ეს არის ამბავი კომაში მყოფი ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან. სასტუმრო – მისტიური ადგილია, სადაც ადამიანებს ზღვრულ სიტუაციაში საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ეძლევათ. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები