უკრაინულმა დესანტმა პუტინი “მოკლა” და პორეჩენკოვი “დაჭრა” (ვიდეო)

   მარიუპოლთან, სოფელ ვოლოდარსკის მახლობლად უკრაინული არმია ვლადიმერ პუტინის უგულებელყოფას და რუსი მსახიობების ლიკვიდაციას სწავლობს. სწავლების ფარგლებში დესანტმა „მოკლა“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და „დაჭრა“ მიხეილ პორეჩენკოვი. სწორედ ასეთი „მიზნები“ დასახეს „ნატოს ძალების“ მსგავსი სწავლების მეთაურებმა. პუტინზე და პორეჩენკოვზე ნადირობდა მობილური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში 129-ე ბატალიონი, ტანკსაწინააღმდეგო ასეული, საარტილერიო, სადესანტო ქვედანაყოფი, მზვერავები იყვნენ. სცენარის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი და მსახიობი ორ ავტომობილში იმყოფებოდნენ (მათი სურათები მინებზე იყო მიწებებული). უკრაინულ ჯარებს უნდა გაეჩერებინათ მანქანები, მგზავრები კი გაენადგურებინა. ოპერაცია წარმატებულად დასრულდა: ვლადიმერ პუტინი „მოკლეს“, მიხეილ პორეჩენკოვი კი „დაჭრეს“, – წერს უკრაინული მედია. სწავლება ისრაელისა და ქართველი სამხედროების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lEURUoxoOOs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები