რუბლის რეკორდულ ვარდნას მოსკოვში უკმაყოფილო მოსახლეობის აქცია მოჰყვა
რუსულ სავალატო ბაზარზე რუბლი რყევებს განაგრძობს.
“ცენტრობანკის” შენობის წინ უკმაყოფილო მოსახლეობა შეიკრიბა.
ზოგიერთმა მათგანმა კრედიტი ჯერ კიდევ პუტინის მეორე ვადით მმართველობის დროს აიღო, პრეზიდენტის მესამე ვადის პირობებში კი ის სამჯერ გაიზარდა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, სახელმწიფო სათათბიროში კი რუბლისთვის სახელის შეცვლაზე ფიქრობენ.
იდეა დუმ-ის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრს ანატოლი ვიბორნოვს ეკუთვნის. მისი აზრით, ამ გზით ევროსთან და დოლართან მიმართებაში რუსული რუბლის ვარდნა შეჩერდება. რას დაარქმევენ რუბლის ალტერნატივას მოსკოვში, ჯერ არ იციან.