ლავროვი: „ფერადი რევოლუციების“ „ტრენდის“ გადატეხვა და დემოკრატიის ექსპორტი სავსებით შესაძლებელია
„ფერადი რევოლუციების“ „ტრენდის“ გადატეხვა და დემოკრატიის ექსპორტი სავსებით შესაძლებელია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„დესტაბილიზების სერიოზულ ფაქტორად რჩება პრაქტიკა, რომელიც დემოკრატიის ექსპორტის, რეჟიმების შეცვლისა და ამ მიზნით ორგანიზებული „ფერადი რევოლუციების“ კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გამოიყენება. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ნეგატიური „ტრენდის“ გადატეხვა სავსებით შესაძლებელი და აუცილებელია“, – განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი მრავალ სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული.
„მნიშვნელოვანია საუბარი ატლანტიკიდან წყნარ ოკეანამდე ერთიანი ეკონომიკური სივრცის ეტაპობრივ ფორმირებაზე დავიწყოთ, სადაც იმოქმედებდა პრინციპი, როდესაც არც ერთი სახელმწიფო საკუთარ უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე არ აძლიერებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ისწრაფვის და არასოდეს არ წავა თვითიზოლაციის გზით.