გერმანიის პოლიცია: უცნობებმა დევნილებისთვის განკუთვნილი სახლები დაწვეს

გერმანიის პოლიცია უცნობ პირებს ეძებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ნიუნბერგთან დევნილებისთვის განკუთვნილი 3 შენობა დაწვეს. ხანძრის ადგილზე სვასტიკის გამოსახულება და ანტიმიგრანტული სლოგანები აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობები ცარიელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრიდან გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მიღებაზე რეკორდული რაოდენობის – 180 000 განცხადება მიიღო, მათ შორის ყველაზე მეტი სირიიდან დევნილებისგან.
ბავარიის შს მინისტრის თქმით, რეგიონალური ხელისუფლება სხვა რაიონებში, რომლებიც დევნილების განსათავსებლად არის გათვალისწინებული, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები