საბერძნეთის საგარეო უწყება ათენში ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გმობს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათენში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მკვეთრად ვგმობთ ათენის ფსიქიკოს რაიონში ისრაელის საელჩოსთვის ცეცხლის გახსნას. საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საბერძნეთში ყველა დიპლომატიური მისიის დაცვა უზრუნველყოს. უსაფრთხოებისა და დაცვის გაძლიერებული ზომები, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ისრაელის საელჩოს მიმართ. თავდასხმა საბერძნეთისა და ისრაელის თანამშრომლობაზე არ აისახება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ ამჟამად დამნაშავეები იძებნებიან.
შეგახსენებთ, რომ ათენში ღამით უცნობმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ისრაელის საელჩოს შენობას „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მიიმალნენ. არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა, რადგან თავდასხმა ღამის საათებში მოხდა. ცნობილია, რომ ისრაელის საგარეო უწყებამ ინფორმაცია საელჩოს შენობაზე თავდასხმის შესახებ დაადასტურა.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, თავდასხმა პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის პოლიტიკის „მკვეთრ არაპოპულარულობას“ უკავშირდება. გარდა ამისა, სააგენტო ახსენებს მკითხველს, რომ 2 დღის წინ ისრაელის სამხედროებთან კონფრონტაციის შედეგად პალესტინის მინისტრი დაიღუპა.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ცარიელ შენობაზე ღამის იერიში – ბერძენი ულტრა-მემარცხენეების „ბრძოლის მეთოდია“, რომლებმაც ათენში გერმანიისა და აშშ-ს დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმაზე საკუთარი პასუხისმგებლობა 3-ჯერ აიღეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოძიების შედეგებს არ დაელოდა და ათენში საელჩოზე იერიში „პალესტინის წაქეზების შედეგად“ გამოაცხადა.

10866755_883512298355676_2064951486_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები