სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, დონბასში კვლავ სროლა ისმის

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა „სიჩუმის რეჟიმი“ 6-ჯერ დაარღვიეს. სროლის შედეგად 2 სამოქალაქო პირია დაჭრილი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ცეცხლი ასევე დონეცკის აეროპორტის და სოფლების: შასტიეს, პესკის, მაიორსკის და ჩერნუხინოს მისამართით იყო გახსნილი.
სეპარატისტების წინააღმდეგ მოქმედი სპეცოპერაციის შტაბის პრესცენტრში აღნიშნეს, რომ დღისით სიჩუმის შენარჩუნება მოხერხდა, თუმცა სიბნელეში დასახლებული პუნქტებისა და უკრაინული არმიის პოზიციების მისამართით სროლა დონბასში განახლდა. ამასთან, დონეცკის სახალხო თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკითხების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად არიან ორიენტირებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები