პუტინის პრესმდივნის მეუღლემ რუსეთში აკრძალული პროდუქტები პარიზში შეიძინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის მეუღლემ, მოციგურავე ტატიანა ნავკამ პარიზის ვოიაჟის დროს რუსეთში აკრძალული „სანქცირებული“ პროდუქტები – ძეხვეულობა და ყველი შეიძინა.
ინსტაგრამში ნავკამ ელისეის ველებზე სავაჭრო კარვების ფონზე გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა, თან კომენტარიც მიაწერა: „შემთხვევით ვისარგებლე და საშობაო ბაზრობაზე შევიძინე რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული ღარიბი ფრანგი ფერმერების ყველისა და ძეხვეულის პროდუქცია“.
ფოტოზე სპორტსმენ ნავკას ერთ ხელში პროდუქტებით სავსე პარკი, მეორეში კი ცხელი გლინტვეინის ჭიქა უჭირავს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის და მოციგურავე ტატიანა ნავკას ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა თავად წყვილი მას საიდუმლოდ ინახავდა. 3 თვის წინ ნავკას და პესკოვს ქალიშვილი ნადეჟდა ეყოლათ. პირველად წყვილი ერთად „წითელ მოედანზე“ 29 ნოემბერს გამოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები