ბრიუსელში დედოფალ ფაბიოლას ემშვიდობებიან
ერთკვირიანი ეროვნული გლოვის შემდეგ ბელგიის დედოფალ ფაბიოლას დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დედოფალი ბელგიის მეფის ბოდუენის ქვრივი იყო. ფაბიოლა 5 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დედოფლის სურვილით, მას მეუღლის საფლავის გვერდით – სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
ცნობისთვის, წყვილს შვილები არ ჰყავდა. მეფე ბოდუენის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა ალბერტ მეორე ავიდა.