ფეხბურთის ფედერაცია ჰაკერული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც „კვირას“ ფედერაციის მარკეტინგის უფროსმა თათა ბურდულმა განუმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის გაზეთმა „ლელომ“ გადაუმოწმებლად გაავრცელა. მისი თქმით, ფედერაციის ფეისბუქის გვერდი არ გაუტეხიათ, თუმცა ფეისბუქის ერთ-ერთი გვერდი სახელწოდებით: “SaNo SaNo” ფედერაციის სახელით სარგებლობს და მისივე სახელით ინფორმაციას აქვეყნებს. ბურდულის თქმით, მომხმარებელს “SaNo SaNo”-ს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდისთვის მუქარის შემცველი წერილი არაერთხელ მიუწერია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიების მიზნით შიანაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
„თავდაპირველად ინფორმაცია გაზეთმა “ლელომ“ გაავრცელა, თუმცა მათ ინფორმაცია არ გადაამოწმეს. რელურად კი ფედერაციის გვერდი არ გაუტეხიათ. მისი სახელით მომხმარებელი “SaNo SaNo” სარგებლობს. ჩვენ უკვე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რამდენი გვერდი არსებობს, რომელიც ცდილობს ფედერაციის სახელით ისარგებლოს“, – განაცხადა ბურდულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები