რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
რუსული რუბლი რეკორდულად დაეცა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ბირჟაზე ევროს კურსი 68,16 რუბლს აღემატება. ერთი დოლარი კი 54, 85 რუბლი ღირს. რუსული ვალუტის დაცემა ნავთობზე ფასების შემცირების ფონზე ხდება.
ICE Futures-ის ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის მსვლელობისას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 63,52 დოლარამდე დაეცა. WTI-ის მარკის ტეხასური მსუბუქი ნავთობის ფასი კი 59,47 რუბლამდე დავარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმაში ქვეყნის ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე საუბრობენ, რაც დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლის ვარდნას შეაჩერებს.