Google-ი რუსეთიდან ტექნიკურ პერსონალს გაიყვანს
კომპანია Google -მა რუსეთიდან ტექნიკური სამსახურის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, მსგავსი ნაბიჯები კომპანიამ ნორვეგიაში, ფინეთში და შვედეთში განახორციელა. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, Google-ი 2015 წელს რუსეთში კაპიტალის დაბანდების გაზრდას გეგმავს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლები. მათთვის რუსეთში სპეციალისტების ერთგული კომპანია მუშაობს“, – ნათქვამია Google-ის ოფიციალურ განცხადებაში.
„ბლუმბერგი“ სპეციალისტების რუსეთიდან გამგზავრების მიზეზზე არ წერს, თუმცა გამოცემა „ინფორმეიშენი“ ამას რუსეთის სერვერებზე პერსონალური მონაცემების შენახვის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს. დოკუმენტის თანახმად, ინტერნეტკომპანიები ვალდებულნი არიან რუს მომხმარებლებზე მონაცემები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე განათავსონ.