გალერეა „Ў“-ს პრეზენტაცია გაიმართება

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi-ში, გალერეა „Ў“-ს პრეზენტაცია გაიმართება. თანამედროვე ხელოვნების გალერეა „Ў“ – ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გალერეა. ეს გახლავთ ბელორუსული თანამედროვე ხელოვნების გარშემო არსებული შემოქმედებითი გაერთიანება, რომლის სახელიც სცდება მინსკის ფარგლებს. გალერეა „Ў“ აერთიანებს საგამოფენო სივრცეს, ღვინის ბარს „Ў“, დიზაინის მაღაზიას და ლიტერატურის სახლს. ყოველ კომპონენტს საკუთარი ფუნქცია აკისრია ბელორუსულ თანამედროვე კულტურასთან მიმართებაში: ბელორუსი ხელოვანების ნამუშევრების რეპრეზენტაცია, ახალგაზრდა და უკვე ცნობილ ავტორთა მხარდაჭერა, თანამედროვე ბელორუსული ლიტერატურისა და ენის გავრცელება.
გალერეა „Ў“ -ს საგამოფენო სივრცე არის ექსპერიმენტების, შემოქმედებითი თვითგამოხატვის თავისუფლების, ხელოვანსა და მაყურებელს შორის კომუნიკაციის პლატფორმა. გალერეა „Ў“ თვალყურს ადევნებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის საუკეთესო სახელოვნებო პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს ბელარუსის კულტურის მსოფლიო კონტექსტში ჩართულობას.
პრეზენტაცია რუსულ ენაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები