კატრინ ბოლტის გამოფენა გაიხსნება
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, გალერეა „ნექტარში“ კატრინ ბოლტის გამოფენა და კინოს ჩვენება გაიმართება. კატრინ ბოლტი (1979 ვენა) მუშაობს საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვადასხვა მედიაში: ანალოგი ფოტოგრაფია, კინო.
გამოფენაზე წარმოდგენილი 35 მმ ფილმი არის, მხატვრული ფილმი მსახიობების გარეშე. კამერა მიყვება წარმოსახვით გმირებს და სცენებს. ფოკუსისა და კამერის მოძრაობის მიხედვით ხდება სიუჟეტის თხრობა, თუმცა მხოლოდ უკანა ფონია ხილვადი: მიტოვებული ან დაუმთავრებელი შენობები და ქალაქები.
კატრინ ბოლტის ფოტოსერია წარმოადგენს ნაპოვნი ხილის, ბოსტნეულისა და თევზის სხვადასხვა ნატურმორტებს, რომლებსაც ის საქართველოში ყოფნის დროს ყოველდღე იღებდა.
გამოფენა 10 იანვრამდე გაგრძელდება.