ყირიმის ლიდერი აქსენოვი ინდოეთში პუტინთან ერთად ჩავიდა

ანექსირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსენოვი ინდოეთში არაოფიციალურ მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის ხვდება.
სერგეი აქსენოვი კი პრესტიჟულ სასტუმრო ნიუ-დელიში ინდოელ ბიზნესმენებს შეხვდა და ორგანიზაცია „ინდურ-ყირიმულ პარტნიორობასთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
„ეს დოკუმენტი ფართო სფეროების სპექტრში გრძელვადიან და სარფიან ურთიერთქმედებას შეუწყობს ხელს. ეს სფეროებია – მანქანათმშენებლობა, ფარმაცევტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიები, მიკროელექტრონიკა და ტექნოპარკების შექმნა“, – განაცხადა სერგეი აქსენოვმა.
აქსენოვის ვიზიტის კომენტირებაზე რუსეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები