მირ ფაშაჰ მუშთაიდისა და მისი ბაღის ისტორია: ლეგენდები და სინამდვილე

10 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში“ საუბრები ლურჯ სუფრასთან“, აღმოსავლეთმცოდნეს მარინა ალექსიძეს მასპინძლობს. მარინა ალექსიძე ისაუბრებს მუშთაიდის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ასევე მასთან დაკავშირებულ ქალაქურ ლეგენდებს.
აყა მირ ფაშაჰ მუშთაიდი ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანია, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვა თბილისის ისტორიაში. ქალაქის მოსახლეობა დღემდე ინახავს მის ხსოვნას – პირველ რიგში იმ ცნობილი ბაღის წყალობით, რომელიც მუშთაიდმა 180 წლის წინ მტკვრის მარცხენა ნაპირზე გააშენა.
ტრადიციულად ლექციის შემდეგ საჩაიე „მუშთაიდი“ ჩაით და ნუგბარით გაუმასპინძლდება საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები