კონფერენცია-დისკუსია – „აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია“ გაიმართება

დღეს, 16:30 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში კონფერენცია-დისკუსია – „აღიარებული საყდრისის არაღიარებული ისტორია“ გაიმართება. განსახილველი საკითხებია: საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა; ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივა, რეგიონის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის კონტექსტში; ანალოგიური და მსგავსი შემთხვევების საერთაშორისო გამოცდილება; ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური პრობლემები და მიმდინარე კვლევები; პასუხები საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არსებულ შეკითხვებსა და ეჭვებზე.
მომხსენებლები არიან: გიორგი მინდიაშვილი – არქეოლოგი, საყდრისის ექსპედიციის წევრი. ნოდარ ქაჯაია – გეოლოგი. კახა ბახტაძე – ეკოლოგი, საერთაშორისო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი. მოდერატორი – ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი – სოფო კილასონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები