პაკისტანელ მსახიობს „ღვთისმგმობელი ცეკვისთვის“ 26 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 

   „ბოლივუდის“ ვარსკვლავს , პაკისტანელ მსახიობს ვინა მალიკს და მის ქმარს სასამართლომ ტელეარხ „Geo Televisio“–ის დილის ეთერში განხორციელებული ღვთისგმობისთვის 26 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. წყვილის გარდა პატიმრობა ტელეარხის მფლობელს და გადაცემის ხელმძღვანელსაც მიესაჯათ. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთხსენებულ გადაცემაში ვინა მალიკმა თავის ქმართან ერთად იცეკვა. წყვილმა ცეკვა პირდაპირ ეთერში შეასრულა, რა დროსაც მუსიკოსთა ჯგუფი რელიგიურ სიმღერას ასრულებდა, რომელიც მუსლიმანთა წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის ქორწინებას ეხებოდა.
პაკისტანის ქალაქ გილგიტის ანტიტერორისტულმა სასამართლომ თითოეულ პირს ჯარიმის სახით 1,3 მილიონი რუპიის ( დაახლ. 12 600 $) გადახდაც დაავალდებულა. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობა მისჯილი პირები ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფებიან. სასამართლოზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით, თუკი ეს პირები ხელისუფლებას არ ჩაბარდებიან,მათ ქონებას კონფისკაცია ემუქრება. NDTV–ის ინფორმაციით, ვინა მალიკს და დანარჩენ პირებს პატიმრობა სავარაუდოდ არ ემუქრებათ. რადგან გილგიტი ქაშმირის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ამ დროისთვის სეპარატისტულ რეგიონს წარმოადგენს და იქ მიღებული სასამართლო განაჩენი ნაკლებად სავარაუდოა პაკისტანის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გაიზიარონ.

10644840_557032497773770_5931666681960589871_n 1424510_557032014440485_5926657435156263422_n 10385286_557032514440435_8634439930022713265_n 10454312_557032471107106_5031428673847141574_n 10628492_557032551107098_3422800017159792437_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები