მგზავრები თვითმფრინავს აფრენაში დაეხმარნენ (ვიდეო)
რუსეთში, კრასნოიარსკში, 52 -გრადუსიან ყინვაში „ტუ-134“-ს აფრენის პრობლემა შეექმნა, რადგან თვითმფრინავის შასი აეროდრომის საფარს მიეყინა, რის შემდეგაც მგზავრები თვითმფრინავს მიაწვნენ. ძლიერი ყინვის გამო, თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ვერ გავიდა. ავიაკომპანიამ გამოიყენა შასის ზეთი, რომელიც ჩრდილოეთის რაიონებისთვის განკუთვნილი არ იყო. ლაინერი დღე-ღამის განმავლობაში იდგა ყინვაში, ამიტომ ის ვეღარ აამოძრავეს. ინციდენტის შემდეგ შასი გაათბეს. თვითმფრინავის ბორტზე ამ დროს 70 მგზავრი იმყოფებოდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EXARRCSIqTY” width=”560″ height=”315″]