ფერგიუსონში დემონსტრაციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

აშშ-ში შტატ მისურიში საპროტესტო აქცია ჩატარდა. ქალაქ ფერგიუსონში ასობით ადამიანი ქუჩაში აფროამერიკელი მაიკლ ბრაუნის მკვლელი პოლიციელის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გამო გამოვიდა, – წერს „იტარ-ტასი“.
ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიციელი დარენ უილსონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ მიეცეს.
გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე მომიტინგეები პოლიციასთან შეიკრიბნენ. მათ რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და უილსონის დაპატიმრების მოთხოვნებს სკანდირებდნენ. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, მათ პოლიციელების მიმართ ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს. გარდა ამისა, მომიტინგეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. „იტარ-ტასი“ იუწყება, რომ პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა. გავრცელდა ასევე ინფორმაცია მაროდიორობის შესახებ. ინფორმაცია დაკავებულების და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. საპროტესტო აქციები ასევე აშშ-ს სხვა ქალაქებში – ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში და ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აფროამერიკელი 18 წლის მაიკლ ბრაუნი 9 აგვისტოს მოკლეს. ბიჭი პოლიციას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო. თვითმხილველების ინფორმაციით, როდესაც პოლიციელმა ცეცხლი გახსნა, ბიჭი უკვე აწეული ხელებით იდგა. თავად პოლიციელი კი აცხადებს, რომ თავს იცავდა, რადგან ბრაუნი მას პისტოლეტს ართმევდა. საერთო ჯამში, პოლიციელმა სროლისას 6 ტყვია გამოიყენა.
მაიკლ ბრაუნის მშობლების განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულები არიან ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ეს მკვლელობა რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად ჩათვალეს.

10822439_873942759312630_297442538_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები