თემურ ჩხეიძესთან შეხვედრა გაიმართება

28 ნოემბერს „მწერალთა სახლში“, ციკლიდან „საუბრები ხელოვნებაზე“ ფარგლებში თემურ ჩხეიძესთან შეხვედრა გაიმართება.
გამოჩენილ ქართველ რეჟისორს არაერთხელ მიუმართავს კლასიკოსების ინსცენირებისათვის. მისი შესანიშნავი დადგმები პროზაული ტექსტების თეატრის ენაზე ამეტყველების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. თემურ ჩხეიძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი მიხეილ ჯავახიშვილის პროზას უჭირავს. ლეგენდარული „ჯაყოს ხიზნების“ გარდა რეჟისორმა ჯავახიშვილის კიდევ რამდენიმე ნაწარმოები დადგა.
მასვე ეკუთვნის ლეო ქიაჩელის, ფიოდორ დოსტოევსკის, ილია ჭავჭავაძის, მიხაილ ბულგაკოვის და სხვა ავტორთა პროზის სცენური ვერსიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები